← ყველა ვაკანსია

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია · თეთრიწყარო · სრული განაკვეთი

- მონაწილეობს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში; - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბენეფიციართა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, მატერიალური დახმარების მიზნით, ახორციელებს სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა მატერიალური დახმარების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის განსახილველი საკითხების მომზადებას; - მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა; - სოციალური დახმარების გამცემი კომისიის დასკვნის საფუძველზე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ერთჯერადი დახმარებების გაცემაზე შუალედური წერილების მომზადება; - სოციალური დახმარების გამცემი კომისიის დასკვნის საფუძველზე სამედიცინო გადარიცხვების შესახებ შუალედური წერილების მომზადება; - მზრუნველობასმოკლებულთა სასადილოში ბენეფიციართა ჩართვის თაობაზე შუალედური წერილების, დასკვნებისა და მიმართვების მომზადება; - შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; - განყოფილებაში შემოსულ განცხადებებზე საპასუხო წერილების მომზადება.    - საქართველოს კონსტიტუცია; - საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ';  - საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;  - საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;  - ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;  -  საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“; -„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილება; - „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N499 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →