← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - შესყიდვების განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია · საგარეჯო · სრული განაკვეთი

• მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადება; • სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოება; • მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულება და შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება; • მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება. - საქართველოს კონსტიტუცია; - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი; - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი; - „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ - ს დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება; - „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“ - ს დამტკიების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება; - „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის #35 დადგენილება; - „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულება“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის #19 დადგენილება.

განაცხადის გაგზავნა →