საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია · გარდაბანი · სრული განაკვეთი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ეფექტიანად განხორციელებას, ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს და ორიენტირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ.
- „ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელებული ფაქტობრივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა;
- მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება, მონაცემების შემოწმება, მისი კომპეტენციის ფარგლებში. დაფიქსირებულ ფაქტობრივი თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან; ფაქტობრივი შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან;
- სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან, პირველადი დოკუმენტაციისა და ინვოისის სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მომზადება და ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით, სამსახურის სახაზინო განყოფილებისთვის გადაცემა;
- კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის ვადაში დამოწმება;
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების დარიცხვა;
- არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვა;
- მუნიციპალიტეტის ფინანსური ანგარიშგების (ბალანსები) შედგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი;
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი";
საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“;
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“;
საქართველოს კანონი "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ";
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის დადგენილება №8 „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ";
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის დადგენილება №10 „გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ".