← ყველა ვაკანსია

იურიდიული სამსახურის სახელშეკრულებო უზრუნველყოფის სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი · თბილისი · სრული განაკვეთი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, მართავს ქვეყნის უმსხვილეს საგზაო პროექტებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე. ორგანიზაციის მიზანია საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებთან ინტეგრაცია და მგზავრთა საჭიროებების ეფექტური დაკმაყოფილება. უწყების ძირითადი ამოცანებია: - საგზაო უსაფრთხოების ხარისხის მუდმივი ამაღლება; - მგზავრობის დროის შემცირება და სატრანზიტო ნაკადის გაზრდა; - ინფრასტრუქტურისა და მისი ადმინისტრირების პროცესების რაციონალური მართვა/გაუმჯობესება. დასახული მიზნების მისაღწევად დეპარტამენტი მუდმივად ორიენტირებულია, შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო და თანასწორი სამუშაო პირობები, სადაც გამორიცხულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია თუ დაუმსახურებელი უპირატესობის მინიჭება. ამასთან, ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს ქალთა და მამაკაცთა თანასწორ წარმომადგენლობას უწყებაში. • საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში შესაბამის ხელშეკრულებებში ცვლილებების პროექტების მომზადება, გარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით გაფორმებული ხელშეკრულებებისა; • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ცვლილებების პროექტების, დანართის სახით მომზადება და მათ გაფორმებაში მონაწილეობის მიღება; • დანართის სახით, მომზადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ცვლილებების პროექტების ვიზირების უზრუნველყოფა, დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, დეპარტამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილის/მოადგილეების მიერ; • დანართის სახით, მომზადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ცვლილებების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და მატერიალური სახით არსებული მასალების დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება; • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, აგრეთვე, შესაბამისი საბანკო გარანტიების ამოქმედებასთან დაკავშირებული კორესპონდენციის პროექტის მომზადება; • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად, პირისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის მონიტორინგის ხელშეწყობა, შესაბამისი საქმეებისათვის გადახდის დამადასტურებელი ქვითრების დართვა და ინფორმაციის სისტემატიზაცია; • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიათა წარმოდგენის მონიტორინგის ხელშეწყობა, აგრეთვე ვადაგაგრძელებულ საბანკო გარანტიათა შემოწმების ხელშეწყობა და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში მათი ატვირთვა; • კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიულ სამსახურში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის პროექტის მომზადება; • დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ შედის დეპარტამენტის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაში და მიეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს; • სამმართველოს უფროსის (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის), სამსახურის უფროსის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის) და სამსახურის უფროსის მოადგილ(ებ)ის (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილ(ებ)ის) ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება. სამართლებრივი აქტების ცოდნა: - საქართველოს კონსტიტუცია; - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; - საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; - საქართველოს კანონი ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“; - საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“; - საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; - საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ (ზოგადი ნაწილი); - საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; - საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“; - საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 ივლისის №172 დადგენილება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“; - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“; - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“; - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1-1/23 ბრძანება „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების (გარდა მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის) მიღების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულება.

განაცხადის გაგზავნა →