← ყველა ვაკანსია

უფლებადარღვევების პირველადი შემოწმების და ციფრული სერვისების დეპარტამენტის სტაჟიორი

სახალხო დამცველის აპარატი · თბილისი

საქართველოს სახალხო დამცველი არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასა და პატივისცემას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა გარემოებისა. სახალხო დამცველის აპარატის მისიაა: დაეხმაროს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების დარღვევების დროულ გამოვლენას, ეფექტურ რეაგირებასა და პრევენციაში, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად. აპარატის ღირებულებებია: მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, ღიაობა/გამჭვირვალობა, ადამიანის უფლებათა უზენაესობა, კვალიფიციური და პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისადმი, ურთიერთპატივისცემა კოლეგებს შორის უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით: - აპარატში სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებულ კითხვებზე რეაგირება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით; - სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებულ კითხვებზე დეტალური, დროული და სანდო ინფორმაციის მიწოდება აპარატში დადგენილი სპეციალური სტანდარტების შესაბამისად; - აპარატის სპეციალურ საკომუნიკაციო პროგრამით სარგებლობის წესების განუხრელი დაცვა; - სახალხო დამცველის მანდატის თაობაზე დაინტერესებული პირების სწორი ინფორმირება; - საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტების თაობაზე შემოსული ინფორმაციის დაოქმება, აღნიშნულისათვის დადგენილი წესების განუხრელი დაცვით; - აპარატში დამტკიცებული კომუნიკაციის სახელმძღვანელო წესებისა და სტანდარტების სრული დაცვა; - კომუნიკაციის მიმდინარეობისას დაინტერესებული პირებისათვის მხარდაჭერის აღმოჩენა აპარატის მანდატის შესაბამისად; - საჭიროების შემთხვევაში აპარატის სხვა წარმომადგენლების ინფორმირება კონკრეტული უფლებადარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე; - დაინტერესებული პირებისათვის აპარატში მიმდინარე საქმეებზე საქმისწარმოების პროგრამაში დაფიქსირებული ინფორმაციის მიწოდება ან/და საჭიროებისამებრ ინფორმაციის შესაბამის სპეციალისტთან გადამოწმება და გასაცემი ინფორმაციის შეთანხმება; ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან განმცხადებლის დაკავშირების უზრუნველყოფა; - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელმძღვანელობის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სხვადასხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება. • საქართველოს კონსტიტუცია; • ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები; • სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტი; • ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტი; • წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია; • კონვენციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი; • ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია; • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“; • „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი; • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; • საქართველოს კანონი “პენიტენციური კოდექსი”; • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; • საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“; • საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ; • ბავშვის უფლებათა კოდექსი; • საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“

განაცხადის გაგზავნა →