მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის დეპარტამენტის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის სამმართველოს ფსიქოლოგი (სამოქმედო ტერიტორია - ქვემო ქართლის რეგიონი)
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო · სრული განაკვეთი
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. სააგენტოს მიზანია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ა) სამმართველოს ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით, პრობაციის ოფიცერთან და სოციალურ მუშაკთან ურთიერთთანამშრომლობის გზით ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციების ჩატარება, ფსიქო-სოციალური, სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება და შესაბამისი მომსახურებების მიწოდება;
ბ) ფსიქო-სოციალური, სარეაბილიტაციო პროგრამებისა და შესაბამისი მომსახურებების ადაპტირებაში, შემუშავებასა და ეფექტიანობის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
გ) სამმართველოს ბენეფიციართა შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში ფსიქოდიაგნოსტირება;
დ) შესრულებული სამუშაოსთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი ბაზის რეგულარულად განახლება;
ე) საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, სამმართველოს ბენეფიციართა გადამისამართება სხვადასხვა მომსახურებაში;
ვ) საჭიროებისამებრ, პირობით მსჯავრდებულისათვის გამოსაცდელი ვადის შემცირებისა და პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადასაწყვეტად რეკომენდაციების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
ა) „საქართველოს კონსტიტუცია“ (II თავი);
ბ) „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III და IV თავი);
დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“;
ვ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება;
ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანება;
კ) „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის № 502 ბრძანება;
ლ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;
მ) „მსჯავრდებულის გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტსა და სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს შორის კოორდინირებული საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 3 ივლისის №68 ბრძანება;
ნ) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება.