შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს პრობაციის ოფიცერი (სამოქმედო ტერიტორია - ქარელის მუნიციპალიტეტი)
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო · ქარელი · სრული განაკვეთი
სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც შექმნილია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. სააგენტოს მიზანია „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
- აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას;
- ახორციელებს სააღსრულებო მოქმედების შესრულებას და განუმარტავს მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის წესს და პირობებს;
- შეიმუშავებს მსჯავრდებული პირისთვის საპრობაციო ვადის ინდივიდუალურ გეგმას;
- უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზაში ან/და ჟურნალში, პირად საქმეში მასზე განპიროვნებული მსჯავრდებულების მონაცემების სიზუსტეს, განახლებას, დაცულობას და საქმისწარმოებას არსებული პროცედურის და კანონის მიხედვით;
- აწარმოებს ინდივიდუალურ გასაუბრებებს მსჯავრდებულებთან, უწევს მათ კონსულტაციას მათი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით;
- ზედამხედველობს და აკონტროლებს ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო, რესოციალიზაციის პროგრამას თითოეულ მსჯავრდებულთან მიმართებით;
- ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს მსჯავრდებულთან;
- უწევს დახმარებას პირობით მსჯავრდებულს შრომით მოწყობაში, შეძლებისდაგვარად;
- ახდენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულებას დადგენილი წესით, მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის მიხედვით;
- ახდენს მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის მოთხოვნების შესრულების, აგრეთვე მის შესახებ სხვა ინფორმაციის რეგისტრაციას დადგენილი წესით, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით;
- იბარებს მსჯავრდებულს აღრიცხვისათვის, კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი პერიოდულობით;
- ჩამოართმევს მსჯავრდებულს ახსნა-განმარტებას, აფრთხილებს პირობით მსჯავრდებულს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის წესების და პირობების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის თაობაზე;
- ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანოებთან;
- იღებს ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ მისი ნათესავებისგან, ნაცნობებისგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან;
- გამოითხოვს მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის საჯარო დაწესებულებებსა და სამკურნალო დაწესებულებებიდან;
- ახორციელებს კონტროლს მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე, გამოცხადების აღრიცხვაზე და უწევს შესაბამის დახმარებას;
- ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, მსჯავრდებულის მიერ კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, რომელიც იმავდროულად არის საჯარიმო ქვითარი; საჭიროების შმთხვევაში, შესაბამისი სააღსრულებლო ფურცლის გამოცემით ახორციელებს ჯარიმის გადახდის იძულებით აღსასრულებლად მიქცევას;
- მიმართავს შესაბამისი შუამდგომლობით პრობაციის ბიუროს უფროსს კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას;
- იღებს ზომებს იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებისას იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემებში აკრძალული საქმიანობის სახისა და ამ საქმიანობის აკრძალვის ვადის აღნიშვნის უზრუნველსაყოფად;
- აკონტროლებს პერიოდულად იურიდიული პირის მიერ იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის სათანადოდ შესრულებას;
- იღებს ახსნა-განმარტებებს მსჯავრდებულისგან საჭიროების შემთხვევაში;
- გადასინჯავს მსჯავრდებულების პირად საქმეებს და აძლევს რეკომენდაციას პრობაციის ბიუროს უფროსს პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე ან/და შეცვლაზე, ქვეყნიდან გასვლაზე და სხვა;
- აწვდის შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს პერიოდულად პრობაციის ბიუროს უფროსს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეებთან დაკავშირებით;
- ამზადებს და წარადგეს ყოველთვიურ სტატისტიკურ ანგარიშს;
- ადგენს სხვადასხვა სახის ანგარიშს/ოქმებს კანონით დადგენილ შემთხვევებში შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
- მიმართავს ბიუროს უფროსს, საჭიროების შემთხვევაში, წარდგინებით მიმართოს სასამართლოს, მსჯავრდებულისათვის სასჯელის გახანგრძლივების, შეცვლის ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შებრუნების თაობაზე;
- წარმოადგენს ბიუროს ინტერესებს სასამართლოში, საჭიროების შემთხვევაში;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აღასრულოს სამართლებრივი აქტი, რომელსაც მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“;
- საჭიროების შემთხვევაში, ასრულებს სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს.
ა) „საქართველოს კონსტიტუცია“ (II თავი);
ბ) „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
გ) „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;
დ) „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;
ე) ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (III და IV თავი);
ი) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;
კ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი; (VI,VII და IX თავი);
ლ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №485 ბრძანება;
მ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს №321 ბრძანება;
ნ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №486 ბრძანება;
ო) „არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის აქტების სააღსრულებო წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის №89 ბრძანება;
პ) „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის № 502 ბრძანება;
ჟ) „ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 15 მარტის №132/№95/ №23 ერთობლივი ბრძანება;
რ) „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანება.