← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი, ადმინისტრატორი

კლინიკა ნოემი

ესთეტიკური კლინიკა "ნოემი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: 1. გაყიდვების მენეჯერი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-დან 18:00 საათამდე; თვეში ორი შაბათი 10:00-დან 15:00-საათამდე ადგილმდებარეობა: თბილისი, ო. თაქთაქიშვილის 1 გამოსაცდელი ვადა 6 თვე ანაზღაურებით. ძირითადი მოვალეობები: ** ახალი დამკვეთის მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება; ** პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება; ** ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით, კვლევის რეპორტინგი; ** გასაყიდი პროდუქციის შესახებ პრეზენტაციების მომზადება; ** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა; ** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება; ** კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა; ** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება; ** გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა; ** როგორც არსებულ ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატური შეხვედრები; ** გარკვეულ პერიოდში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი; ** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი; ** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა; ** დარწმუნების უნარი, პრეზენტაბელურობა; ** საქმის მიმართ ინტერესი; ** პიროვნული განვითარების სურვილი. 2. ადმინისტრატორი სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი. სამუშაო გრაფიკი: ცვლებით სამუშაო საათები: 10:00-20:00 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებით). ფუნქციები: ** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით; ** სტუმრის მიღება და ყავით გამასპინძლება; ** ჯავშნების განხორციელება პროგრამაში; ** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება; ** სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება; ** მომხმარებლების ბაზის შექმნა და მართვა, მათთან კომუნიკაცია; ** ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა: Facebook, Instagram ** მომსახურების ხარისხის კონტროლი; ** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება; ** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** აუცილებელია ქართული ენის და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** უმაღლესი განათლება; ** კომუნიკაბელური; ** ყურადღებიანი და მობილიზებული; ** გაწონასწორებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დარწმუნების უნარი; ** ორგანიზებული; ** პრეზენტაბელური; ** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე ან გაყიდვების სფეროში; ** მოწესრიგებული და თავაზიანი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. წარმატებებს გისურვებთ!

განაცხადის გაგზავნა →