ქოლ-ცენტრის ოპერატორი
Silk Medical · თბილისი
კლინიკა Silk Medical აცხადებს ვაკანსიას ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
თუ გსურს იმუშაო პროფესიონალურ და მეგობრულ გარემოში, ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და მომხმარებელზე ორიენტირებული, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
პოზიცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
სამუშაო გრაფიკი:
2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენებასამუშაო საათები: 09:00 – 21:00
ძირითადი მოვალეობები:
შემომავალი ზარების მიღება და მომხმარებლებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;პაციენტების ჩაწერა ექიმებთან და შესაბამის მომსახურებაზე;სატელეფონო კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;პაციენტების მონაცემების პროგრამაში რეგისტრაცია და განახლება;საჭიროების შემთხვევაში ზარების გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში;მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;გამოცდილების მიღებას ერთ-ერთ წარმატებულ კლინიკაში.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@silkmedical.ge
Silk Medical გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას!