← ყველა ვაკანსია

დისტრიბუტორი

ფუდ გრუპი

"ფუდ გრუპი" იწვევს დაინტერესებულ კანდიდატებს დისტრიბუტორის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბე, თევდორე მღვდლის ქუჩა ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 08:00-15:40 (1-საათიანი შესვენებით) ** დასვენების დღე: კვირა ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1 000 ლარი (ხელზე ასაღები); დამატებითი ბონუსი რეალიზაციის ბრუნვის მიხედვით. გამოცდილება: სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — განიხილებიან როგორც გამოცდილი, ისე დამწყები კანდიდატები. ძირითადი მოვალეობები: ** საწყობიდან მიღებული პროდუქციის დატვირთვა/ჩამოტვირთვა ; ** კომპანიის კუთვნილი ავტომობილით პროდუქციის დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებზე; ** თბილისსა და რეგიონებში დისტრიბუციის პროცესში მონაწილეობა; ** ჩაბარებისას პროდუქციის რაოდენობისა და მდგომარეობის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** B და C კატეგორიის მართვის მოწმობა; ** ავტომობილის ელემენტარული ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** აქტიურობა და შრომისმოყვარეობა; ** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობისა და კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად მართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას - 1 000 ლარს (ხელზე); ** დამატებით ბონუსს რეალიზაციის ბრუნვის მიხედვით; ** კომპანიის ავტომობილით უზრუნველყოფას; ** საწვავის ხარჯების სრულ დაფინანსებას; ** სტაბილურ სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში: გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@foodgroup.ge დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 063 706 შემოგვიერთდით "ფუდ გრუპის" გუნდში!

განაცხადის გაგზავნა →