სტერილიზაციის მედდა
Silk Medical · თბილისი
კლინიკა Silk Medical აცხადებს ვაკანსიას სტერილიზაციის მედდის პოზიციაზე უზნაძის ფილიალში.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და გსურს იმუშაო პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში, შემოგვიერთდი!
პოზიცია: სტერილიზაციის მედდა
სამუშაო ადგილი: უზნაძის ფილიალი
სამუშაო გრაფიკი:
2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენებასამუშაო საათები: 09:00 – 21:00
ძირითადი მოვალეობები:
სამედიცინო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის სტერილიზაცია დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;ინსტრუმენტების მიღება, დახარისხება, გაწმენდა, შეფუთვა და სტერილიზაციის პროცესის სრულყოფილად წარმართვა;სტერილიზაციის აპარატურის სწორად გამოყენება და ტექნიკური წესების დაცვა;სტერილური მასალებისა და ინსტრუმენტების აღრიცხვა, შენახვა და კონტროლი;სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ინფექციის კონტროლის წესების დაცვა;შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სამედიცინო განათლება (მედდის კვალიფიკაცია);სტერილიზაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
სტაბილურ სამუშაო გარემოს;მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;ღირსეულ სამუშაო პირობებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@silkmedical.ge
Silk Medical გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას!