← ყველა ვაკანსია

დარბაზის მენეჯერი

ჭი-ტა

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას. ვაკანსია: დარბაზის მენეჯერი კომპანია: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა"
 მდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი
 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9:30 - 18:30) დასვენების დღე: შაბათი 
 ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ფინანსური, სალარო და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება ** სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის და გამართულობის კონტროლი ** სალაროს გამართული მუშაობის მონიტორინგი ** თანამშრომელთა მართვა და სამუშაო გრაფიკების შედგენა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი ** საოფისე პროგრამების ცოდნა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა პიროვნული თვისებები: ** დროის ეფექტურად მართვის უნარი ** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი ** ეფექტური კომუნიკაცია ** მიზანმიმართული და ორგანიზებული მიდგომა დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე:
 hr@chita.ge და 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →