← ყველა ვაკანსია

ანგარიშების მენეჯერი

Recount.ge

"Recount.ge" ეძებს ანგარიშების მენეჯერს, რომელიც კომპანიებთან დაამყარებს პარტნიორულ ურთიერთობებს, წარუდგენს მათ Recount.ge-ის სერვისს და დაეხმარება პლატფორმის გამოყენებასა და გაყიდვების განვითარებაში. ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური იურიდიული პირების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება; ** კომპანიებისთვის Recount.ge-ის სერვისის შეთავაზება და მომსახურების პროცენტის შეთანხმება; ** კლიენტების Recount.ge-ის სისტემაში რეგისტრაცია და შემდგომი მომსახურება; ** პორტფელში არსებულ კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია და გაყიდვების შემდგომი მხარდაჭერა; ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გეგმების შესრულება; ** უშუალო ხელმძღვანელთან კოორდინირებული მუშაობა და პერიოდული ანგარიშგების მომზადება. მოთხოვნები: ** გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობის ან ანგარიშების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** ბიზნესკლიენტებთან ურთიერთობის ინტერესი და ახალი პარტნიორების მოძიების მოტივაცია; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და რამდენიმე კლიენტთან პარალელურად მუშაობის უნარი; ** მიზნებზე ორიენტირებულობა და შედეგების მიღწევის სურვილი; ** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები; ** ქართული ენის გამართული ცოდნა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ანაზღაურება და საკომისიო: ფიქსირებული ანაზღაურება და შედეგზე მიბმული საკომისიო. საკომისიოს პირობები განიხილება გასაუბრებისას. დაინტერესდი? გამოაგზავნე შენი CV: info@recount.ge

განაცხადის გაგზავნა →