ბუღალტერი
ნექსუს ჯგუფი
სამშენებლო დეველოპერული კომპანია "ნექსუსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ანაზღაურება: 3000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და კონტროლი პროგრამა Balance-ში;
** სამშენებლო ობიექტების მიხედვით შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
** თითოეული სამშენებლო პროექტის ფაქტობრივი დანახარჯების, თვითღირებულებისა და ფინანსური შედეგის კონტროლი;
** სამშენებლო მასალებისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა;
** ბინების გაყიდვებისა და მიღებული ავანსების აღრიცხვა;
** საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, საშემოსავლო, მოგების გადასახადი და სხვა) მომზადება და დროულად წარდგენა;
** საგადასახადო რისკების შეფასება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების ზუსტად და დროულად შესრულება;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და ფულადი ნაკადების კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ჯგუფის კომპანიებს შორის ოპერაციებისა და ურთიერთანგარიშსწორებების აღრიცხვა და შედარება;
** ხელფასების დარიცხვა და თანამშრომლებთან ანგარიშსწორება;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის კვარტალური და წლიური ფორმების შევსება;
** ბანკისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება, არქივირება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
განათლება და გამოცდილება:
** ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მსგავს სფეროში;
** სამშენებლო კომპანიაში ბუღალტერიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tinatini@nexusgroup.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ.