← ყველა ვაკანსია

შოურუმის & საოფისე ოპერაციების კოორდინატორი

BAIC საქართველო

"BAIC საქართველო" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის & საოფისე ოპერაციების კოორდინატორის პოზიციაზე. "BAIC საქართველო" - საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. BAIC დაარსდა 1958 წელს ჩინეთში, აწარმოებს მსუბუქ ავტომობილებს, SUV-ებსა და ელექტრომობილებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. დეპარტამენტი: კომერციული დეპარტამენტი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 10:00-14:00. ადგილმდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი #100, დიღომი, თბილისი. ფუნქციები: ** საავტომობილო ცენტრში შემოსული მომხმარებლების მიღება მომსახურების სტანდარტების დაცვით და მათი საჭიროების განსაზღვრა; ** ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების და ფასების შესახებ შემოსულ სტუმრებთან ინფორმაციის გაზიარება; ** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი, პირველადი ინფორმაციის გაზირება და ზარის გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან; ** შოურუმში შემოსული სტუმრებისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და წყლის ან ყავის/ჩაის შეთავაზება; ** ციფრული არხების საშუალებით შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან; ** მომხმარებლების ჩაწერა სერვისზე, ჯავშნის დეტალების გაზიარება SMS შეტყობინების სახით და დღის განრიგის მონიტორინგი; ** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა, მათი უკუკავშირის მოსმენა, ინფორმაციის აღრიცხვა და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება; ** გაყიდვებთან და სერვისთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურების და სტენდების სისწორის კონტროლი და მათ დროულად განახლებაზე ზრუნვა; ** ბრენდირებული აქსესუარების შოურუმში პრეზენტაციაზე ზრუნვა და ახალი კოლექციის მიღების შემთხვევაში, სოციალურ მედიაში ინფორმაციის გაზიარებაზე ზრუნვა (მაგალითად, ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგის მიმართულებასთან, ფოტოსესიის ორგანიზება, პერიოდული აქციების ინიცირება); ** საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო აქსესუარების და სერვისის ღირებულების გადახდისას, საბანკო ტერმინალზე თანხის გატარება; ** პერიოდული შიდა აუდიტისთვის მომზადება და კომპანიაში მიმდინარე ყველა პროცესის ბრენდის და კომპანიის სტანდარტებზე მორგება; ** ყოველდღიური საოფისე ოპერაციებისთვის მცირე შესყიდვების განხორციელება (მაგალითად, საკანცელარიო მარაგის შევსება, სტუმრების ლაუნჯისთვის და თანამშრომლების საერთო სივრცეებისთვის პროდუქციის შესყიდვა); ** საავტომობილო ცენტრში სისუფთავის, გამწვანების, გათბობა-გაგრილების წესრიგში მუშაობის მონიტორინგი. საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი; ** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების გამოყენების ცოდნა; ** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი; ** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@baicgeorgia.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. შპს "ნოვკომ"-ის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ ეთანხმებით, რომ: თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ნოვკომ"-ის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. შპს "ნოვკომ"-ი თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →