← ყველა ვაკანსია

უფროსი ექთანი

მედ 11

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი "მედ 11" ეძებს უფროს ექთანს! იხ. კომპანიის შესახებ ინფორმაცია. ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1000 ლარი ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 (1 სთ შესვენება) ** ლოკაცია: აღმაშენებლის ხეივანი, (საქალაქო სასამართლოსთან) შენი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** საექთნო პერსონალის ბრიგადის ექთნების მუშაობის კოორდინაცია, განრიგის შედგენა და მათი საქმიანობის მონიტორინგი ** პაციენტებისთვის გაწეული გადაუდებელი საექთნო მომსახურების ხარისხის, პროტოკოლებისა და სტანდარტების კონტროლი (სახარჯი მასალების, პრეპარატების და დოკუმენტაციის კონტროლი) ** დაქვემდებარებული ექთნების ადაპტაციის, სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის უზრუნველყოფა ** სპეციალური (ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მკაცრი აღრიცხვის სხვა) მედიკამენტების მიღების, შენახვის, გაცემისა და განადგურების კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად ** სპეციალური მედიკამენტების ხარჯვის ყოველდღიური ჟურნალების, ელექტრონული ბაზებისა და ნაშთების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის წარმოება ** მედიკამენტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების მონიტორინგი ** საექთნო დოკუმენტაციის, ჟურნალებისა და პაციენტის ბარათების წარმოების სისწორის კონტროლი ** ინფექციური კონტროლისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა როგორც ბაზაზე, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებში აუცილებელია, რომ: ** გქონდეს განათლება საექთნო მიმართულებით ** გქონდეს მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი საექთნო საქმიანობაში ** გქონდეს მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საექთნო მიმართულებით ** იცოდე სპეციალური (ფსიქოტროპული/ნარკოტიკული) მედიკამენტების კონტროლის, შენახვისა და აღრიცხვის წესები (კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით) ** იცოდე საოფისე პროგრამები (MS Office) და სამედიცინო საინფორმაციო სისტემები გაგვიხარდება, თუ: ** გექნება ხელმძღვანელ / უფროსი ექთნის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** გექნება გამოცდილება გადაუდებელი დახმარების სფეროში თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://matchup.ge/vacancies/uprosi-ektani/

განაცხადის გაგზავნა →