მარკეტინგის სპეციალისტი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + · თბილისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც სანდო და სტაბილური ფინანსური პარტნიორი. დღეს კომპანია წარმოდგენილია 50 სერვისცენტრით ქვეყნის მასშტაბით და აერთიანებს 500-მდე თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან ჩვენს ძლიერ და ერთიან გუნდს.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + აცხადებს ვაკანსიას - მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 50 ფილიალს.
ჩვენ გთავაზობთ:
განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას;კადრების პროფესიონალურ გადამზადებას;მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას;კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ბრენდის მართვა:
ორგანიზაციის ბრენდის იმიჯის შექმნა და განვითარება.ბრენდის ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიაში.
მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება:
ბაზრის კვლევა და ანალიზი, მომხმარებელთა საჭიროებების გამოსავლენად.მარკეტინგული გეგმის შედგენა ფინანსური პროდუქტებისა თუ სერვისების პოპულარიზაციისთვის.
სარეკლამო კამპანიები:
ციფრული (სოციალური მედია, META, SEO, PPC) და ტრადიციული (TV, რადიო, ბეჭდური მედია) რეკლამების დაგეგმვა და განხორციელება.კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი და ანალიზი.
კონტენტის შექმნა:
საინფორმაციო და სარეკლამო მასალების მომზადება (ბროშურები, ვებგვერდის კონტენტი, ბლოგები).ფინანსური პროდუქტების მარტივი და გასაგები ფორმით წარდგენა.
მომხმარებელთან ურთიერთობა:
მომხმარებელთა გამოხმაურების შეგროვება და ანალიზი.ლოიალობის პროგრამების შემუშავება და მართვა.
ბაზრისა და კონკურენციის ანალიზი:
კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული სტრატეგიების შესწავლა.ბაზრის ტრენდების მონიტორინგი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
შიდა კომუნიკაცია:
ფინანსური პროდუქტების შესახებ თანამშრომლების ინფორმირება, პრეზენტაციების მომზადება.გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
მონაცემთა ანალიზი:
Excel ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://credits.selfrecruit.ge/s/3QKq