ქიმიკოს-ანალიტიკოსი
გლობალტესტი
"გლობალტესტის საგამოცდო ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოს-ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ვეძებთ ქიმიკოს-ანალიტიკოსს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქციის ლაბორატორიულ კვლევებში, მათ შორის ფარმაკოლოგიური ნივთიერებების ნარჩენების, მიკოტოქსინებისა და სხვა ქიმიური კომპონენტების განსაზღვრაში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00, ორშ-პარ
ძირითადი მოვალეობები:
** სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქციის ქიმიური ანალიზების ჩატარება;
** საკვლევი ნიმუშების მომზადება და დამუშავება შესაბამისი ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით;
** HPLC და LC-MS/MS მეთოდებით კვლევების ჩატარებაში მონაწილეობა;
** ქრომატოგრაფიული მონაცემების დამუშავება, ანალიზი და შედეგების შეფასება;
** კალიბრაციული ხსნარების, სტანდარტებისა და რეაგენტების მომზადება;
** ანალიტიკური მეთოდების ვერიფიკაციისა და ვალიდაციის პროცესებში მონაწილეობა;
** ლაბორატორიული აღჭურვილობის ყოველდღიური კონტროლი და ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი;
** კვლევის შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშების მომზადება;
** შიდა ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიათა შორის შედარებით გამოცდებში მონაწილეობა;
** ISO/IEC 17025 სტანდარტისა და ლაბორატორიის შიდა პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ქიმიის, ანალიტიკური ქიმიის, ფარმაციის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** ანალიტიკური ქიმიის ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა;
** ქრომატოგრაფიული მეთოდების (HPLC, LC-MS/MS) ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ქიმიურ ან საგამოცდო ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ნიმუშების მომზადების, ექსტრაქციისა და ანალიზის მეთოდების ცოდნა;
** ISO/IEC 17025 სტანდარტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციისა და საერთაშორისო მეთოდების გასაცნობად;
** Excel-ისა და ლაბორატორიული მონაცემების დამუშავების პროგრამების ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: globaltest.management@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ: "ქიმიკოს-ანალიტიკოსი".