დამწყები სოციალური მედიისა და მარკეტინგის მენეჯერი
ორნი + · თბილისი
შპს “ორნი+” აცხადებას ვაკანისიას დამწყები სოციალური მედიისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
“ორნი+” არის ვენტილაცია-კონდიცირების პროექტირების შოურუმი, რომელიც 2014 წლიდან ემსახურება B2B სექტორს ვენტილაცია, კონდიცირების პროექტირების დაგეგმვასა და განხორციელებაში. „ორნი+“ სთავაზობს მომხმარებელს ვენტილაცია-კონდიცირების დანადგარების ფართო არჩევანს.
ჩვენ ვეძებთ კრეატიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს და განავითარებს კომპანიის სოციალურ მედიას, იზრუნებს, დანერგავს ბრენდის მყარ ონლაინ პოზიციას და ჩაერთვება ყოველდღიურ საოფისე პროცესებში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სამტრედიის ქ. 50ბ;
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (საოფისე და დისტანციური მუშაობა, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით);
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, კანდიდატის საჭიროებებისა და კომპანიის სამუშაო პროცესების გათვალისწინებით;
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები
კომპანიის სოციალური მედიის ანგარიშების (Facebook, Instagram და სხვა პლატფორმები) მართვა;სოციალური ქსელებისთვის პოსტების, ვიზუალური მასალისა და სარეკლამო კონტენტის მომზადება და გამოქვეყნება;მოკლე ვიდეოების (Reels და facebook Shorts) გადაღება, მონტაჟი და შესაბამის პლატფორმებზე განთავსება;სოციალური მედიის სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და მართვა;კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურების პოპულარიზაცია ციფრული არხების საშუალებით;სოციალური მედიის აქტივობების მონიტორინგი და შედეგების ანალიზი;საჭიროების შემთხვევაში, საოფისე დოკუმენტაციის მოწესრიგება, მომზადება და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;კომპანიის ყოველდღიურ საოფისე საქმიანობაში საჭიროებისამებრ ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
სოციალური მედიის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;Facebook-ისა და Instagram-ის მართვის ცოდნა;სარეკლამო ინსტრუმენტებთან (Meta Ads Manager) მუშაობის გამოცდილება ან მათი შესწავლის სურვილი;მოკლე ვიდეოების გადაღებისა და მონტაჟის უნარი;კრეატიული აზროვნება და ახალი იდეების შეთავაზების უნარი;ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;საოფისე პროგრამებთან (Microsoft Word, Excel და სხვა) მუშაობის საბაზისო ცოდნა.ინგლისურის კარგად ცოდნა.დამატებითი უპირატესობებიCanva-ს, CapCut-ის ან სხვა დიზაინისა და ვიდეომონტაჟის პროგრამების ცოდნა;Google Ads-თან მუშაობის გამოცდილება;ფოტო და ვიდეო გადაღების გამოცდილება;ქართულ ენაზე კონტენტის მომზადების უნარი;მარკეტინგის ან ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით გამოცდილება.
რას გთავაზობთ ჩვენ?
ჰიბრიდულ სამუშაო გარემოს;მოქნილ სამუშაო გრაფიკს და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პირობებს;პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას;მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს;გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამის ანაზღაურებას.გაყიდვების შედეგებზე დაფუძვნებული საბონუსო სისტემას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე: Ornipluss@Gmail.com. და სათაურში მიუთკთეთ ვაკანტური პოზიციის სახელი.