კორპორატიული / B2B გაყიდვების მენეჯერი
ტრანსპორტერი · თბილისი
კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ კორპორატიული/B2B გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია.
ძირითადი პირობები:
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლითანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემაჯანმრთელობის დაზღვევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებითმსგავს პოზიციაზე მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია საავტომობილო სფეროშიეფექტური პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარებიკომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობასასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილებააუცილებელია ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნამსუბუქი მანქანის მართვის გამოცდილება/B კატეგორიის მართვის მოწმობა
ძირითადი მოვალეობები:
პოტენციური კლიენტების მოძიება: სამიზნე სეგმენტის მუდმივი მონიტორინგი და პოტენციური პარტნიორების (სასტუმროები, საწარმოო/ინდუსტრიული ზონები, მსხვილი ტურისტული ოპერატორები) ბაზის შექმნა/ზრდაB2B კომუნიკაცია და მოლაპარაკებები: ცივი და თბილი ზარების განხორციელება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დანიშვნა და კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია.კომერციული წინადადებების მომზადება: კლიენტის საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული ინდივიდუალური ფასთშემოთავაზებების მომზადება.სეგმენტური გაყიდვების მართვა:ხელშეკრულებების გაფორმება: მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმების პროცესის მართვა.ურთიერთობების მართვა: არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან მუდმივი კავშირი, მათი კმაყოფილების მონიტორინგი და სერვისის განახლება/გაფართოება;ანგარიშგება: გაყიდვების გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და აქტივობების შესახებ ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
1. რეზიუმეების გადარჩევა
2. პირისპირ გასაუბრება
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8KLrtgzb