← ყველა ვაკანსია

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში · ოზურგეთი · სრული განაკვეთი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შესაბამის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას, ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციასა და რეგიონული განვითარების საკითხებზე მუშაობას. ადმინისტრაცია ასევე მონაწილეობს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებაში, მოსახლეობის საჭიროებებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვაში. - ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა სოციალური მიმართულებით; - წერილების პროექტების მომზადება; - კომპეტენციის ფარგლებში სათანადო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება; - მთავრობის დავალების შესაბამისად სოციალური რეფორმის განხორციელებაში მხარდაჭერა; - სამსახურის უფროსის სხვა დავალებათა შესრულება. ა)„საქართველოს კონსტიტუცია“; ბ)საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; გ)საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; დ)საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; ე)საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ვ),,სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №308 დადგენილება; ზ)საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; თ)საქართველოს კანონი „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ"; ი)საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ".

განაცხადის გაგზავნა →