← ყველა ვაკანსია

გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურის სპეციალისტი

სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო · თბილისი · სრული განაკვეთი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს. ა) იხილავს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მომართვას, საფუძვლის არსებობის შემთხვევაში იღებს მისი დაზუსტების შესახებ გადაწყვეტილებას; ბ) ადგენს გადაწყვეტილების პროექტს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ მომართვაზე; გ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან; დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს; ე) საჭიროების შემთხვევაში ასრულებს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის ან/და სამსახურის უფროსის მიერ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს. - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; -  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები; -  საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 აპრილის №170 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“

განაცხადის გაგზავნა →