Odoo ბიზნეს ანალიტიკოსი
Match Up Consulting
თუ გაქვს მინიმუმ 10 პროექტის და 2 წლიანი გამოცდილება odoo-ში მუშაობის, გაქვს უნარი და გამოცდილება გაანალიზო კლიენტის საჭიროებები, მართო პროექტის სრული ციკლი და ჩაატარო ტრენინგები მომხმარებლებისთვის - Match UP Consulting-ის პარტნიორ კომპანიაში Odoo ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე შენ გეძებთ!
მთავარი მიზანი იქნება: კლიენტის ბიზნეს-პროცესების გაანალიზება და Odoo-ში დანერგვა, გუნდის დატრენინგება სისტემის ეფექტური და დამოუკიდებელი გამოყენებისთვის.
შენთვის საინტერესო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული: 3000 ლარი + ბონუსი
** საშუალო ჯამური შემოსავალი: 4000+ ლარი თვეში
** სამუშო ფორმატი: ჰიბრიდული; ორშ-პარ 11:00-19:00; ლოკაცია- ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.
** პროფესიულ განვითარებასა და ზრდის შესაძლებლობა
** სამუშაო გარემო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა იქნება:
** პროექტის იმპლემენტაცია: კლიენტის სამუშაო პროცესების ანალიზი, ბიზნეს საჭიროებების ანალიზი, პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმალური კონფიგურაციის შეთავაზება, მოდულების გამართვა (CRM, ბუღალტერია, მარაგების მართვა და სხვა), დეველოპმენტის კოორდინაცია და პროექტის ვადების მართვა.
** კლიენტის მომზადება პროექტისთვის: დამკვეთის გუნდების ინფორმირება და დატრენინგება, პროგრამული უზრუნველყოფის წარმატებული ათვისების უზრუნველსაყოფად.
** რისკების იდენტიფიცირება და რეპორტინგი: რისკების იდენტიფიცირება და მართვა პროექტის მიმდინარეობისას; პროექტის დოკუმენტაციისა და ანგარიშგების წარმოება
** მოთხოვნების ანალიზი & GAP ანალიზი: კლიენტის ბიზნეს-პროცესების შესწავლა, Odoo-ს სტანდარტულ შესაძლებლობებთან შედარება და ფუნქციონალური დავალებების მომზადება.
** მესამე მხარესთან თანამშრომლობა: მესამე მხარის სისტემებთან (RS.ge, ბანკები და ა.შ.) ინტეგრაციების დაგეგმვა და ვადების მართვა.
** მონაცემთა მიგრაცია & QA: საწყისი მონაცემთა მიგრაციის მართვა და შემუშავებული ფუნქციონალის გატესტვა კლიენტთან ჩაბარებამდე.
** კლიენტის მომზადება & Go-Live: გუნდების დატრენინგება, სისტემის ჩაბარება და გაშვების შემდგომი (Go-Live) მხარდაჭერა.
აუცილებლად დაგჭირდება:
** მინიმუმ 10 Odoo პროექტის შესრულების გამოცდილება
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** პროექტის მენეჯმენტის მტკიცე უნარები და მეთოდოლოგიების ცოდნა (Kanban, Scrum/Agile)
** პროექტის მართვის სისტემების ცოდნა (Jira, Trello ან მსგავსი ინსტრუმენტები)
** LLM მოდელებთან მუშაობის გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდის მართვისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
თუ გსურს შემოუერთდე ჩვენს გუნდს და გაქვს საჭირო გამოცდილება ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/P5fKZ