ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განყოფილების უფროსი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია · ოზურგეთი · სრული განაკვეთი
- ხელმძღვანელობს განყოფილების ყოველდღიურ საქმიანობას და უზრუნველყოფს მის ფუნქციათა ეფექტიან შესრულებას;
- ადგენს განყოფილების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს, განსაზღვრავს პრიორიტეტებსა და რესურსების განაწილებას;
- კოორდინაციას უწევს განყოფილების საქმიანობას სხვა განყოფილებებთან, მუნიციპალურ სტრუქტურებთან, სახელმწიფო ორგანოებთან და საჭიროების შემთხვევაში კერძო სექტორთან.
- უზრუნველყოფს განყოფილების მიერ შემუშავებული პროგრამებისა და რეკომენდაციების შესაბამისობას მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების შესაბამისად.
- გეგმავს და აკონტროლებს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, წყალმომარაგების, წყალარინების სისტემებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარებას;
- უზრუნველყოფს მონაცემთა სისტემატიზაციას მარშრუტების, ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მგზავრთნაკადების შესახებ;
- აფასებს მარშრუტების ეფექტიანობას და მომხმარებლის კომფორტს, ადგენს ოპტიმიზაციის პრიორიტეტებს;
- კოორდინაციას უწევს გადამზიდველ კომპანიებს ცვლილებებისა და ოპტიმიზაციის პროცესში;
- ამზადებს რეკომენდაციებს გაჩერებებისა და სატრანსპორტო სერვისების გაუმჯობესების მიზნით;
- ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვას;
- უზრუნველყოფს ტრანსპორტის სფეროში არსებული მონაცემების შეგროვებას, სისტემატიზაციასა და ანალიზს;
- განიხილავს, აფასებს და იყენებს ინფრასტრუქტურული პროექტების მონაცემებს, უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხოებასა და სისტემატიზაციას;
- ანხორციელებს სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებას, გეგმავს სალიკვიდაციო ღონისძიებებს და უზრუნველყოფს ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჭირო რესურსების გამოყოფას;
- აკონტროლებს პროექტების ტექნიკურ შესაბამისობას ინჟინერიის, სამშენებლო ნორმატივებისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან;
- უზრუნველყოფს პროექტების შესრულების ხარისხის, დროულობისა და ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვას;
- აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულებიდან, უშუალოდ მოსახლეობიდან და საჯარო განხილვებიდან;
- ანალიზს უკეთებს ინფრასტრუქტურული დეფიციტებისა და ადგილობრივი საჭიროებების შესახებ;
- ადგენს პრიორიტეტებს, ამზადებს რეკომენდაციებს და წარუდგენს სამსახურის უფროსს;
- უზრუნველყოფს საკითხების სამართლებრივი, ეკონომიკური და ტექნიკური საფუძვლის არსებობას;
- კოორდინაციას უწევს პროექტებს სხვა განყოფილებებისა და მუნიციპალური სტრუქტურების მონაწილეობით;
- გეგმავს, კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებას;
- ზედამხედველობს ტექნიკური მომსახურებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას;
- უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული ობიექტების უსაფრთხოების სტანდარტებისა და კანონმდებლობის დაცვას;
- აწარმოებს მონაცემთა ბაზების შექმნას, ინფორმაციის სისტემატიზაციას, რეგულარულ განახლებასა და დაცვას;
- ამზადებს ანგარიშებს განხორციელებულ პროექტებზე, შეფასებებს და რეკომენდაციებს;
- წარუდგენს სამსახურის უფროსს პერიოდულ ანგარიშებს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
- უზრუნველყოფს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამების გზით;
- უზრუნველყოფს განყოფილების ყველა საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, მერიის დებულებასთან და სხვა სამართლებრივ აქტებთან;
- ინიცირებას უწევს აუცილებელ ცვლილებებს ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სამუშაო პროცედურების გაუმჯობესებისთვის;
- უზრუნველყოფს ეფექტური თანამშრომლობის კოორდინაციას, ადმინისტრაციული პროცედურების დაცვას და კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის გადაცემას;
- იღებს გადაწყვეტილებებს საქმიანობის ოპტიმიზაციის, სტრუქტურული გაუმჯობესებისა და პროცედურული დისციპლინის უზრუნველყოფის მიზნით;
- პროგრამებისა და პროექტების შესრულების მონიტორინგი, საჭირო რეკომენდაციების მომზადება და პროგრამების ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
- მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობის მონიტორინგი, შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შეფასების უზრუნველყოფა;
- განყოფილების სამართლებრივი დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- აგროვებს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულებიდან და უშუალოდ მოქალაქეებიდან;
- საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისა და ტრენინგების ორგანიზება, სამუშაო პროცესის სტანდარტიზაციისა და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით;
- სხვადასხვა ტიპის შეხვედრებში მონაწილეობა, განყოფილების პოზიციების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, კომუნიკაციის სამართლებრივი და ადმინისტრაციული წესრიგის დაცვა; (საჭიროების შემთხვევაში)
- უზრუნველყოფს მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან მიმართებით შესაბამისი ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს;
- სტატისტიკური მონაცემების სისტემატური აღრიცხვა და დოკუმენტირება ადმინისტრაციული და სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად;
- მონაცემთა, პროგრამულ სიახლეებსა და სამოქალაქო ინფორმაციის კონტენტის მომზადება და გადაცემა განყოფილების და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაბამისი სამსახურისთვის, რათა უზრუნველყონ საჯარო და ელექტრონულ პლატფორმებში სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად გამოქვეყნება;
- განყოფილების სამუშაო პროცესის დარეგულირება, პრიორიტეტების დადგენა, დავალებების განაწილება;
- განყოფილების მიერ მომზადებული საბუთების სიზუსტის, კანონიერების და შედეგების უზრუნველყოფა;
- განყოფილების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, შესრულებული სამუშაოების დოკუმენტირება, ანგარიშების მომზადება და სამსახურის უფროსთან წარდგენა;
- განყოფილების საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საჭირო ინსტრუქციების მიცემა;
- განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობაზე მეთვალყურეობა და დავალებების შეუსრულებლობის ან დარღვევების შემთხვევაში დროული რეაგირება;
- განყოფილების საჯარო მოხელეთა კოორდინაცია, შეფასება და სამუშაო პროცესში მეთოდური მხარდაჭერის გაწევა;
- პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მათ შორის საბუთების აღრიცხვა, არქივირება და მართვის პროცედურების მხარდაჭერა;
- მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებებისა და შესაბამის სამართლებრივი აქტების ფარგლებში განყოფილების ფუნქციების განხორციელება;
- სამსახურის უფროსის მიერ კომპეტენციის ფარგლების შესაბამისი დამატებითი დავალებების შესრულება, რომლებიც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის ფუნქციური მიზნების ეფექტიანად განხორციელებისთვის.
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ე) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’;
ვ),,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ კანონი;
ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება N22.