← ყველა ვაკანსია

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციის უფროსი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია · ოზურგეთი · სრული განაკვეთი

- წარმართავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საქმიანობას და უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციას. - ხელმძღვანელობს მისდამი დაქვემდებარებული საჯარო მოხელეების/თანამშრომლების საქმიანობას. - კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მერის და მერის მოადგილეების დავალებების, ასევე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს. - სამსახურებრივი გადაცდომებისა და დისციპლინარული შემთხვევების გამოვლენა, შესაბამისი რეაგირებების განხორციელება. - უზრუნველყოფს დოკუმენტ ბრუნვის ეფექტიანი და მოწესრიგებული სისტემის მონიტორინგს. - ახორციელებს კანონით დადგენილი წესით, სამსახურებრივ გადაცდომებსა და სხვა დარღვევებზე რეაგირებას. - ზედამხედველობს სამსახურებრივი ეთიკის ნორმების დაცვას და მონიტორინგს, უზრუნველყოფს პრობლემების დროულ აღმოჩენასა და აღმოფხვრას. - უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მათ შორის პრესრელიზების, განცხადებების, ინტერვიუების, პრესკონფერენციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას. - კოორდინაციას უწევს მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის და სოციალური ქსელების ფუნქციონირებას. - პასუხისმგებელია მერიის ქსელური, პროგრამული და აპარატურული ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებაზე. - ხელმძღვანელობს მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების პროცესების ორგანიზებას, მათ შორის საჭირო ინვენტარით და ტექნიკით უზრუნველყოფას. - უზრუნველყოფს დოკუმენტების დაცვას, მათ შენახვას, არქივში გადაცემასა და არქივირების პროცესის სწორად განხორციელებას. - შიდა ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის, დოკუმენტაციის და კომუნიკაციის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში. - კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფლებამოსილების ფარგლებში მომზადებულ, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან გასაგზავნ დოკუმენტებსა და საინფორმაციო ხასიათის წერილებს. - კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და მისი დამუშავება მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების შესაბამისად. - უზრუნველყოფს სამსახურის ბეჭედისა და ოფიციალური დოკუმენტაციის გამოყენების წესების დაცვას. (არსებობის შემთხვევაში) - აკონტროლებს გეგმების შესრულებას, ვადების დაცვას, დოკუმენტაციის რეგისტრაციასა და ფინანსური ოპერაციების სამართლებრივ და პროცედურულ შესაბამისობას. - უზრუნველყოფს სისტემატიზებულ მონიტორინგს და ანგარიშების დროულ წარდგენას მერისთვის. - პასუხისმგებელია სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, რეკომენდაციების და დოკუმენტების სამართლებრივ სიზუსტეზე. - სამსახურის ხელმძღვანელის რანგში უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების და შიდა აუდიტის სტანდარტების შესრულებას. - პერიოდულად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ, მათ შორის, შესრულებული სამუშაოების, რესურსების გამოყენების, პრობლემური საკითხების და საჭირო ცვლილებების შესახებ. - ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის საჯარო მოხელეებს/თანამშრომლებს შორის მათი პროფესიული კომპეტენციისა და ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, უზრუნველყოფს შიდა კონტროლსა და შესრულების მონიტორინგს. - სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებული წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების წარდგენა მერისთვის. - მერის მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულება, მათ შორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) გაცემის უზრუნველყოფა. (საჭიროების შემთხვევაში) - საჯარო მოხელეთა/თანამშრომელთა საქმიანობის შესრულების ხარისხის კონტროლი, შეფასება და გადაწყვეტილებების მიღება წახალისებისა და პასუხისმგებლობის შესახებ. - უზრუნველყოფს სამსახურის და მერიის საჯარო მოხელეების/თანამშრომლების მიერ სახელმწიფო საწვავის გამოყენების წესების დაცვას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ახდენს რეაგირებას. - მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულებებისა და შესაბამის სამართლებრივი აქტების ფარგლებში განყოფილების ფუნქციების განხორციელება. - კომპეტენციის ფარგლების შესაბამისი დამატებითი დავალებების შესრულება, რომლებიც აუცილებელია სამსახურის ფუნქციური მიზნების ეფექტიანად განხორციელებისთვის. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; ე) ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’; ვ),,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ კანონი; ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება N22.

განაცხადის გაგზავნა →