პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი
სსიპ - პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდი" · მესტია · სრული განაკვეთი
1. განიხილავს კომპეტენციის ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციას და ამზადებს შესაბამის პასუხს;
2. უზრუნველყოფს წლიური (კვარტლების და თვეების მიხედვით) ჩასატარებელი ღონისძიებების (პრეზენტაციები, ღია კარის დღეები და სხვ.) გრაფიკის შედგენას
პროფორიენტაციის კუთხით;
3. მონაწილეობს პროფესიული ორიენტაციისა და აპლიკანტების მოზიდვის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის
მენეჯერთან თანამშრომლობით.;
4. უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას დაწესებულებაში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ჩარიცხვის სავალდებულო
წინაპირობების, ვადების, დაფინანსების პირობების შესახებ;
5. უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთათვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევას;
6. უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევას კარიერის დაგეგმვის, სამუშაო ადგილების მოძიების, პროფესიით დასაქმებისა და
დამსაქმებლებთან ურთიერთობების საკითხებში;
7. კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს თანამშრომლობას დამსაქმებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან, მონაწილეობს ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმების მომზადებასა და გაფორმების პროცესში;
8. უზრუნველყოფს საწარმოო პრაქტიკის ორგანიზებასთან დაკავშირებულ კომუნიკაციას დამსაქმებლებთან, სასწავლო პროცესისა და სასწავლო საწარმოო
პრაქტიკის მენეჯერთან კოორდინაციით;
9. უზრუნველყოფს რეგიონში არსებული შრომის ბაზრის ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და ხელმძღვანელის ინფორმირებას;
10. უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლების შეგროვებას, ანალიზსა და პერიოდულ მონიტორინგს;
11. უზრუნველყოფს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის კარიერული განვითარების საკითხებზე კონსულტაციების გაწევას, მათ შორის CV-ის, სამოტივაციო
წერილის მომზადებისა და გასაუბრებისთვის მომზადების მიმართულებით;
12. უზრუნველყოფს კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისათვის სისტემატიურად ახალი მასალის მიწოდებას, კოლეჯის ვებ-
გვერდზე განსათავსებლად;
13. უზრუნველყოფს კარიერული მომსახურებების, პარტნიორი ორგანიზაციების, სასწავლო/საწარმოო პრაქტიკისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების შესახებ
მონაცემების შეგროვებას, სისტემატიზაციასა და მონაცემთა ბაზის სპეციალისტისათვის გადაცემას;
14. მონაწილეობს კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლების გამოკითხვის პროცესში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
15. მონაწილეობს ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში;
16. მონაწილეობს კოლეჯის თვითშეფასების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში;
17. კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამოქმედო და სტრატეგიული გეგმების შესრულების შუალედური მონიტორინგისა და წლიური ანგარიშგებისთვის
საჭირო ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენას.
18. უზრუნველყოფს მასთან დაცული დოკუმენტების ორგანიზება და არქივისთვის გადაცემა დადგენილი წესით;
19. ახორციელებს კანონმდებლობით და დირექტორის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
• პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები.
• საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“;
• პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის განვითარების პრინციპები;
• შრომის ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის ძირითადი პრინციპები;
• პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი შიდა დოკუმენტები;
• პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა.