← ყველა ვაკანსია

სამედიცინო წარმომადგენელი

ეს-კა იმპექსი

შპს "ეს კა იმპექსი" www.skimpex.ge დაარსდა 1997 წელს, როგორც საბითუმო ბაზა. ეს არის ფარმაცევტული კომპანია საბითუმო და საცალო მიმართულებით. ამჟამად კომპანია არის 30-ზე მეტი ევროპული მწარმოებლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქ. თბილისში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებელი უნარები: ** პრეზენტაციის კარგი უნარი; ** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** მიზანდასახულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** განვითარებისა და ადაპტირების უნარი. საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე; გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ზრდადი ხელფასი და ბონუსური სისტემა; სოციალური პაკეტი - ჯანმრთელობის დაზღვევა. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილებიან მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე (ფოტოსურათის გარეშე CV არ განიხილება): hr@skimpex.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკეთ: 595 678070 ან 593 769252.

განაცხადის გაგზავნა →