← ყველა ვაკანსია

გაყიდვების ოფისის ხელმძღვანელი

Coral Club · ბათუმი

"Coral Club" 1998 წლიდან აწარმოებს ჯანსაღი კვების პროდუქტებს, კოსმეტიკურ საშუალებებსა და სახლისთვის განკუთვნილ უსაფრთხო საწმენდ და სარეცხ საშუალებებს. კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტი 200-ზე მეტ პროდუქტს აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს 190 ქვეყანაში მიეწოდება მომხმარებლებს. Coral Club-ის წარმომადგენლობები 38 ქვეყანაშია გახსნილი, გაყიდვების ოფისების საერთო რაოდენობა კი 350-ს შეადგენს. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები და მუდმივად ვვითარდებით. სწორედ ამიტომ, ჩვენს გუნდში ვეძებთ გაყიდვების ოფისის ხელმძღვანელს. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის საქმიანობის პოპულარიზაციასა და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა; ** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ოფისსა და მის ფარგლებს გარეთ ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; ** ოფისის მუშაობის მომზადებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა; ** ოფისის საქმიანობის დასაწყებად და მიმდინარე ამოცანების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის მომზადების ორგანიზება; ** ოფისის თანამშრომლების ხელმძღვანელობა; ** საოფისე ხარჯების ბიუჯეტის შემუშავება და მართვა; ** მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების მიღების წესის განსაზღვრა, მინდობილობების გაფორმება და გადახდების ორგანიზება; ** საოფისე საკანცელარიო ნივთების, სახარჯი მასალებისა და სამუშაოსთვის საჭირო სხვა მატერიალური რესურსების მიღებისა და აღრიცხვის ორგანიზება; ** კომპანიის ღონისძიებებზე სტუმრების დახვედრისა და რეგისტრაციის, მომხმარებელთა მომსახურებისა და შეხვედრების, პრეზენტაციების, თათბირების, კონფერენციებისა და სემინარების ტექნიკური და მატერიალური უზრუნველყოფის ორგანიზება; ** ოფისში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების ორგანიზება; ** საქმისწარმოების პროცესის კოორდინაცია და საოფისე დოკუმენტბრუნვის ორგანიზება; ** საქმიანი კორესპონდენციის წარმოება, საქმიანი მიმოწერის მართვა და საჭირო მასალების გაგზავნის უზრუნველყოფა; ** ოფისის თანამშრომლების შრომითი დისციპლინის კონტროლი; ** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრაში თანამშრომლების დახმარება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** 1C-ის, Bitrix-ისა და CRM სისტემების ცოდნა; ** მივლინებებში გამგზავრების მზაობა; ** ქართული და რუსული ენების ცოდნა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ოფისი. ბათუმი; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 2 დასვენების დღე; ** ოფიციალური დასაქმება; ** ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში — 2500 ლარი, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ — 3000 ლარი. საკონტაქტო ელფოსტა: coralclub.georgia@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →