← ყველა ვაკანსია

უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი

სფეის კარგო · დიდი დიღომი

"სფეის კარგო" საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ ამანათების, იმპორტისა და ექსპორტის გადაზიდვის მომსახურებებს სთავაზობს. პოზიცია: უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი სამუშაო ადგილი: პეტრე იბერის ქ. 6, დიდი დიღომი, თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 14:00-21:00 (1 საათი შესვენება); შაბათი 11:00-17:00 (1 საათი შესვენება). ძირითადი მოვალეობები: ** შემოსული ტვირთებისა და ამანათების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება; ** ამანათების ფიზიკური გადაადგილება და მომხმარებლებისთვის გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით; ** ჩინეთის საწყობში მიღებული ამანათების სიების დამუშავება; ** საწყობის პერიოდული აღწერა და მარაგების კონტროლი; ** საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული ყოველდღიური საოპერაციო პროცესების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის; ** ფიზიკური დატვირთვისადმი მზაობა; ** სხვადასხვა წონის ამანათებისა და ტვირთების უსაფრთხოდ აწევისა და გადაადგილების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი; ** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა; ** მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი. ანაზღაურება და ბონუსი: ** პირველი 2 თვის განმავლობაში — 700 ლარი თვეში; ** 2 თვის შემდეგ — 900 ლარი თვეში; ** დამატებით მოქმედებს საბონუსე სისტემა. განაცხადის გამოგზავნა: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ წერილის სათაურში შემდეგი ფორმულირებით: "დიღომი — უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი": [email protected] გთხოვთ, ზუსტად მიუთითოთ სათაური, რათა შესაძლებელი იყოს თქვენი განაცხადის დროული იდენტიფიცირება.

განაცხადის გაგზავნა →

სფეის კარგო — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →