← ყველა ვაკანსია

სამედიცინო ადმინისტრატორი

სთორქ აივიეფი · ბათუმი

კლინიკა სს "სთორქ აივიეფი", რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რეპროდუქციული მედიცინა და ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF), აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული წერილებისა და შეტყობინებების დამუშავება და შესაბამისი პასუხების გაცემა; ** პაციენტებთან კომუნიკაცია სატელეფონო და ელექტრონული საშუალებებით; ** ექიმებთან პაციენტების ვიზიტების დაგეგმვა და შეხვედრების კოორდინაცია; ** ექიმების სამუშაო გრაფიკის მართვა და ვიზიტების კალენდრის წარმოება; ** თურქულენოვან ექიმებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ინფორმაციის დროული გაცვლა; ** პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ადმინისტრაციული საკითხების მოწესრიგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** თურქული ენის სრულყოფილი ცოდნა — სავალდებულო; ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** ქართული ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამებისა და ელექტრონული ფოსტის გამოყენების უნარი; ** გამართული კომუნიკაციისა და ორგანიზებულობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სასურველია ადმინისტრაციულ ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** დასაქმებას საერთაშორისო სამედიცინო გარემოში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ** ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით. სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, გონიო ანდრია პირველწოდებული, შენ. 51b. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტის მისამართზე: hr@metro360.ge. ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სამედიცინო ადმინისტრატორი".

განაცხადის გაგზავნა →