← ყველა ვაკანსია

პირადი მძღოლი

რუსთავის ფოლადი · რუსთავი

შპს "რუსთავის ფოლადი", რომელიც 1948 წელს დაარსებული რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე შექიმნა 2011 წელს და დღეისათვის აწარმოებს მრავალი სახის პროდუქტს: ფიტინგები, უჟანგავი მილები, კვადრატული ნაწარმი, რკინის ჩამოსხმა, ლითონის კონსტრუქციები და ა.შ. აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე, ქალაქ რუსთავში. სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის ქ. №12 დასაქმება: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით. ** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი (სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, განათების ხელსაწყოები, საბურავების მდგომარეობა, ზეთისა და ტექნიკური სითხეების დონე); ** ავტომობილის სისუფთავის კონტროლი და უზრუნველყოფა (როგორც სალონის, ისე ძარის); ** გეგმური ტექნიკური მომსახურების (ზეთის, ფილტრების შეცვლა), ტექდათვალიერებისა და დაზღვევის ვადების კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტების მიტანა და ა.შ.) ** გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება; ** კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მართვის მოწმობა (B კატეგორია); ** მინიმუმ 5-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენების მინიმალურ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ** პუნქტუალურობა. შეღავათები: ** კორპორატიული დაზღვევა; ** კვება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: hr@rustavisteel.ge ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონზე: +995 577 177 900. ელექტრონული წერილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პირადი მძღოლი".

განაცხადის გაგზავნა →