← ყველა ვაკანსია

მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერი

თეთრი კვადრატი

"თეთრი კვადრატი" არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია. ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს". "თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას მობინადრეებზე ზრუნვის მენეჯერის პოზიციაზე. ბინის შეძენის შემდეგ, ბინის ჩაბარების ჩათვლით მობინადრეებთან კომუნიკაციის სრული ციკლის მართვა.  ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიაში შემუშავებული გაიდლაინის მიხედვით მობინადრეებთან კომუნიკაცია; ** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და საკითხის შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება/განხილვა/მოგვარება; ** მობინადრეებთან დარეკვა/მიწერა და სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის ოფისში დაბარება შესაბამის საკითხებზე; ** კლიენტის ცვლილების, გრაფიკის ცვლილების, შიდა გეგმარებებისა და სხვა საკითხების დოკუმენტირება, ასახვა პროგრამაში; ** შესაბამისი ბაზების წარმოება; ** განვადების გრაფიკების მონიტორინგი; ** ბინების გადაბარების პროცესის განკარგვა; ** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან ** მუშაობა შიდა CRM პროგრამაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** გამართულად კომუნიკაციის უნარი - ზეპირი და წერილობითი; ** ორგანიზებულად მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო განაკვეთი: სრული. გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი, 2026 წელი. გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →