← ყველა ვაკანსია

ქსელის მენეჯერი

კოკა-კოლა გურია · გურია

შპს "კოკა-კოლა გურია" აცხადებს ვაკანსიას ქსელის მენეჯერის თანამდებობაზე გურიაში. ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა; ** სავაჭრო ობიექტებთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება და მოლაპარაკებების წარმოებაზე ზრუნვა; ** რეალიზაციის მენეჯერთან ერთად გაყიდვების მიმდინარე პროცესის რეგულარული მონიტორინგი და ანალიზი; ** რეალიზაციის მენეჯერთან ერთად თვიური/კვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის ამოცანების დასახვა და შესრულების მონიტორინგი; ** გაყიდვების გუნდთან ყოველდღიური კომუნიკაცია; ** გაყიდვების პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის გზების შემუშავება; ** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება; ** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური სავაჭრო ობიექტებისთვის; ** აქციების მიმდინარეობის კონტროლი მაქსიმალური შედეგების მისაღწევად; ** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა პარტნიორ კომპანიებთან; ** აქტიური სავაჭრო ობიექტების შეკვეთების კონტროლი და მართვა; ** პრობლემური სავაჭრო ობიექტების მონიტორინგი; ** ქსელურ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების, მაცივრებში/თაროებზე წილისა და მერჩენდაიზინგის კონტროლი; ** ახალი და პოტენციური სავაჭრო ობიექტების მოძიება, გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით; ** ქსელში მაცივრების განთავსების/წამოღების/შეკეთების/გაცვლის მონიტორინგი; ** დებიტორული დავალიანებების და თანხების ამოღების გონივრულ ვადებში უზრუნველყოფის მუდმივი მონიტორინგი; ** მიღებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადაში; ** ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; ** კომპანიის საკუთრებაში არსებული ნივთების (მანქანა, სალარო აპარატი) მოვლა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** მოქმედი მართვის მოწმობა: B ** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალური, დისციპლინა; ** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი; ** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: ccguria2@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ქსელის მენეჯერი).

განაცხადის გაგზავნა →