← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციის ასისტენტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ასისტენტის პოზიციაზე (სრული განაკვეთი). სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. ანაზღაურება გაიცემა მხარეთა შეთანხმებისა და გამოცდილების საფუძველზე. ადმინისტრაციის ასისტენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** ინგლისური ენის ცოდნაB1/B2 დონეზე; ** ოფისის საქმიანობის ადმინისტრირების გამოცდილება; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. ძირითადი სამუშაოს აღწერილობა: ** რექტორის ყოველდღიურ საქმიანობის ორგანიზებაში მონაწილეობა და დახმარება, მათ შორის სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის მართვა; ** რექტორის შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრის წარმოება, აკადემიის სტუმრების მიღება და საჭირო საკითხების კოორდინაცია; ** აკადემიის ოფისის გამართული მუშაობის მხარდაჭერა (ტექნიკური უზრუნველყოფა, მოქალაქეებთან და აკადემიის მსმენელებთან სატელეფონო კომუნიკაცია, ინფორმაციის მიღება და ადრესატებისთვის გადაცემა და სხვა); ** აკადემიის გუნდთან ერთად შეხვედრების, ვიზიტების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება; ** აკადემიის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა პიროვნული თვისებები: ** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივის გამოხატვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** შემჭიდროებულ ვადებსა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. განმცხადებელმა ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად CV და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნოს მისამართზე: [email protected] გთხოვთ საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრაციის ასისტენტი". განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 დეკემბერი. შერჩევის პროცესი შედგება განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრებისგან. გასაუბრება გაიმართება 2026 წლის დეკემბერში. აკადემია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გაგზავნა →

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია — ყველა ვაკანსია →

მსგავსი ვაკანსიები

სხვა ვაკანსიები

სივის ნიმუშები ამ სფეროსთვის

მოარგეთ სივი ამ ვაკანსიას →