← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

გრიდ ქონსთრაქშენი

სამშენებლო კომპანია "გრიდ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** საბუღალტრო აღრიცხვის პროცესის ეფექტიანი მართვა და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ** საბუღალტრო დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი ** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი ** ძირითადი საშუალებების მიღება და მათი გამოყენების ვადების განსაზღვრა ** მატერიალური მარაგების ჩამოწერა ** იმპორტების პროგრამული ასახვა ** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიების და თანამშრომელთა სარგებლის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება ** ანგარიშსწორებების, ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებების და საბანკო ოპერაციების პროცესის კონტროლი ** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვის საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება ** კლიენტებთან, ბანკებთან, მომწოდებლებთან, დებიტორებთან, კრედიტორებთან და სახელმწიფო უწყებებთან ფინანსური ურთიერთობების მართვა ** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში წარდგენა ** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში წარდგენა ** ყოველთვიური და ყოველწლიური სტატისტიკური დეკლარაციების მომზადება ** ნარჩენების მართვის სააგენტოში ყოველთვიური დეკლარაციების წარდგენა ** ყოველწლიური ფინანსური აუდიტის დაგეგმვა და პროცესის კოორდინაცია ** აუდიტორებთან კომუნიკაციისა და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია ** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით ** აუცილებელია იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ** ACCA I-II დონის სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად ** საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა ** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, სასურველია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილებაც ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** ანალიტიკური აზროვნება ** გუნდური მუშაობის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: gridconstructioninfo@gmail.com. მეილის "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →