ტექნიკოსი
სოფთმასტერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
წინადადებების მიღება სრულდება ამა წლის 25 სექტემბერს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია. პრობლემის სწრაფად აღმოჩენის და გადაჭრის უნარი;
** ტექნიკური უნარები და მოწყობილობების დიაგნოსტიკის საბაზისო ცოდნა;
** სასურველია საბანკო ტექნიკასთან (ფულის მთვლელები, დეტექტორები) მუშაობის გამოცდილება. ტექნიკური დოკუმენტაციის გარჩევის უნარი. ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება (ან და უნარი);
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაო მივლინებებში წასვლის მზადყოფნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი (ან და საშუალო) განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** ელექტრონიკის ან ელექტრომექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება 1 წელი;
** სქემებთან და სარჩილავებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, დროის ეფექტიანი მართვა;
** სხარტი, კრეატიული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** არამწეველი.
დამატებითი მოთხოვნები:
დაინტერესებულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://form.asana.com/?k=h17FZQgD5ZPTHm4_ea1oew&d=71922475500426
თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ტექნიკოსი. ასევე შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და რეკომენდაციები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@softmaster.ge