დარბაზის ადმინისტრატორი
ჯიბე cash & carry · რუსთავი
Jibe Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - - დარბაზის ადმინისტრატორი, ქალაქში - რუსთავი.
ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო გრაფიკი: (კვირაში 6 დღე) 12:00-20:00
ანაზღაურება: 1600 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 3 თვე - 1400-1500-1600₾)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით;
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
** კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xLEWbA8b