← ყველა ვაკანსია

უფროსი მოლარე

ჯიბე cash & carry · რუსთავი

Jibe Cash & Carry აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უფროსი მოლარე, ქალაქში - რუსთავი. ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს. ანაზღაურება: 1400 ₾ (გამოსაცდელ პერიოდში 1200-1300₾) უფროსი მოლარეს ფუნქცია-მოვალეობები: ** სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი; ** იურიდიული პირებისათვის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა; ** სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა; ** მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან; ** ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება; ** სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge

განაცხადის გაგზავნა →