← ყველა ვაკანსია

მძღოლ-დისტრიბუტორი საკუთარი ავტომობილით

GramPak Georgia

შპს "GramPak Georgia" 15 წელია წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას საოფისე, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთების დისტრიბუციის სფეროში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე საკუთარი ავტომობილით. ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები: ** საკუთარი ავტომობილი — მნიშვნელოვანია მიკროავტობუსი; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა; ** დისტრიბუციის/მომსახურების სფეროში მუშაობის აუცილებელი გამოცდილება; ** პროდუქციის ზედნადებების შედარება ფაქტობრივ შეკვეთასთან; ** შეკვეთების დროული და უსაფრთხო მიწოდება ობიექტებზე; ** ობიექტების მომარაგება წინასწარ გაწერილი მარშრუტის მიხედვით; ** საწყობში ყოფნისას, საჭიროების შემთხვევაში, საწყობის თანამშრომლებისთვის დახმარების გაწევა; ** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა — Windows, MS Office, E-mail — ჩაითვლება უპირატესობად; ** ქონებრივი უზრუნველყოფის ვალდებულება არ არის. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 2, 600 ლარი — საწყისი ხელფასი, მატების პერსპექტივით; ** საწვავით უზრუნველყოფა; ** სტაბილური და გრძელვადიანი დასაქმება; ** დროული ანაზღაურება; ** ავტომობილის დაზღვევა; ** თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევა; სამუშაო გრაფიკი: ** 09:30 - 18:00 ** ორშაბათი - პარასკევი ** თვეში მხოლოდ 2 შაბათი — არასრული სამუშაო დღე. სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტრო ისანის მიმდებარე ტერიტორია. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და ფოტო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr4grampak@yahoo.com

განაცხადის გაგზავნა →