← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

IK Consultinggeo

"IK Consultinggeo" აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც საქმიანობს უძრავი ქონების ოპერაციების სფეროში. პოზიცია: ბუღალტერი მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე ასაღები) ძირითადი მოვალეობები: ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების წარმოება (სალარო აპარატისა და POS-ტერმინალის გამოყენებით); ** ბილინგის სისტემაში მონაცემების დამუშავება და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება; ** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება და დოკუმენტაციის აღრიცხვა; ** კრედიტორებთან დაკავშირებული ოპერაციების ადმინისტრირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა; ** შვილობილი კომპანიების მიმართულებით განსაზღვრული საბუღალტრო ფუნქციების შესრულება და მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა არარეგულარულად, საჭიროების შემთხვევაში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით, Excel-ის) კარგი ცოდნა; ** საბუღალტრო პროგრამების (Info, Exact) ცოდნა და მათთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მომსახურების სფეროში ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება; ** საგადასახადო კოდექსისა და საბუღალტრო სტანდარტების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; ** მაღალი სამუშაო დისციპლინა და სიზუსტე. ორგანიზაციის ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის კორპორატიული პაკეტი. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: ikconsultinggeo@gmail.com განაცხადების მიღების ვადა: 25 აგვისტო, 2026 სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები და CV გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესისთვის და არ გადაეცემა მესამე პირს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

განაცხადის გაგზავნა →