წარმოების საწყობის თანამშრომელი
შარავანდი
შპს "შარავანდი" არის პოლიგრაფიული კომპანია (სტამბა), რომელიც 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს პოლიგრაფიული მომსახურების სრულ სპექტრს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება, შეკვეთების მიხედვით წარმოებაში განაწილება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.
სასურველია სასაწყობე სფეროში მუშაობის გამოცდილება და Excel-ის ცოდნა.
ანაზღაურება: საწყის პერიოდში გათვალისწინებულია 1 600 ლარი (ხელზე ასაღები თანხა), ხოლო შემდგომ გათვალისწინებულია მზარდი ხელფასი 1 800 ლარამდე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 05 დღე, 08:00-17:45 (შესვენება 1 სთ 45 წთ).
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი N 108.
ბენეფიტები:
** Fitpass (ფიტპასი);
** უფასო კვება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე hr.jobs.vacancyy@gmail.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".