← ყველა ვაკანსია

სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის - სტაჟიორ - ანალიტიკოსი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური · თბილისი · სრული განაკვეთი

- სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და წლიური შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებების მომზადებაში მონაწილეობა; - სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ და სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; - სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული პერიოდული სტატისტიკური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; - საერთაშორისო გამოცდილებისა და უკეთესი პრაქტიკის მაგალითებზე დაყრდნობით, საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებული ანალიტიკურ-კვლევითი პუბლიკაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; - კვლევით-ანალიტიკურ, საკონსულტაციო და სხვა საქმიანობა სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში; - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; დ) „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანება; ე) ლოგიკური და  ანალიტიკური აზროვნების ტესტები.

განაცხადის გაგზავნა →