საქონლის ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის ავეჯის, ტექნიკის, საოფისე აღჭურვილობის, ინფორმაციული ინფრასტრუქტურისა და მასთან დაკავშირებული საქონლის შესყიდვების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო · თბილისი · სრული განაკვეთი
ა) მოიძიებს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების თაობაზე ინფორმაციას;
ბ) მონაწილეობს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების თაობაზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში;
გ) მონაწილეობს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციისა და თავისებურებათა განსაზღვრის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართულ საკონსულტაციო სახის შეხვედრებში;
დ) მონაწილეობას იღებს ბაზრის კვლევის პროცესში კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით;
ე) მონაწილეობას იღებს პოტენციურ მიმწოდებლებთან/კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით შესაბამისი სფეროს მიმწოდებლების წარმომადგენლებთან გამართულ მოლაპარაკებებში;
ვ) მონაწილეობას იღებს შესყიდვის ობიექტის თავისებურებებისა და სპეციფიკის შესწავლაში, გაანალიზებასა და სტანდარტის განსაზღვრის პროცესში;
ზ) მონაწილეობს კონსოლიდირებული ტენდერების მომზადების პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში;
თ) მონაწილეობას იღებს მიმწოდებლების წარმომადგენლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დადგენილ სტანდარტებთან სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის პროცესში;
ი) მონაწილეობას იღებს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის პროექტების მომზადების პროცესში და ხსენებულ პროექტებს დასამტკიცებლად წარუდგენს სატენდერო კომისიას;
კ) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელებაში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან, კურატორი ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
ნ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს.
საქართველოს კონსტიტუცია;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.