მომსახურების ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის ტრანსპორტირების, სატრანსპორტო საშუალებების ნაწილებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო · თბილისი · სრული განაკვეთი
ა) უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საჭიროებების ანალიზს, მათ სისტემატიზაციასა და აგრეგირებას ცენტრალიზებული შესყიდვების მიზნებისათვის;
ბ) მონაწილეობს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციისა და თავისებურებათა განსაზღვრის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართულ საკონსულტაციო სახის შეხვედრებში;
გ) ახორციელებს აგრეგირებული მონაცემების დამუშავებას და ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს;
დ) უზრუნველყოფს კონსოლიდირებული შესყიდვების პროცესში ინფორმაციის სრულყოფილ შეგროვებასა და დამუშავებას;
ე) იკვლევს ბაზარს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს წარუდგენს სამმართველოს უფროსს;
ვ) ახდენს შესასყიდი ობიექტების ნაირსახეობათა ოპტიმიზაციასა და ერთგვაროვანი ობიექტების სტანდარტიზაციას;
ზ) განსაზღვრავს შესყიდვის ობიექტის თავისებურებებსა და შეისწავლის მათ სპეციფიკაციას, აანალიზებს მიღებულ შედეგებს;
თ) განსაზღვრავს შესასყიდი ობიექტების თავისებურებებს, სპეციფიკაციასა და სტანდარტებს;
ი) ამზადებს ანგარიშებს, მოხსენებით ბარათებსა და სხვა სამუშაო დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში;
კ) შეიმუშავებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულების პროექტს;
ლ) უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის, ასევე მიმწოდებლების წარმომადგენლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დადგენილ სტანდარტებთან სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობას;
მ) სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, სატენდერო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს შემუშავებულ სატენდერო დოკუმენტაციას, მათ შორის, ხელშეკრულების პროექტს და მონაწილეობას იღებს სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცების პროცესში;
ნ) ახდენს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგს, ანალიზსა და შეფასებას;
ო) უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას;
პ) ამზადებს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის პროექტს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სატენდერო კომისიას;
ჟ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემებს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან, კურატორი ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
ტ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს.
საქართველოს კონსტიტუცია;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.