← ყველა ვაკანსია

მომსახურების ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის ტრანსპორტირების, სატრანსპორტო საშუალებების ნაწილებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო · თბილისი · სრული განაკვეთი

ა) მოიძიებს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების თაობაზე ინფორმაციას; ბ) მონაწილეობს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების თაობაზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოების პროცესში; გ) მონაწილეობს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციისა და თავისებურებათა განსაზღვრის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართულ საკონსულტაციო სახის შეხვედრებში; დ) მონაწილეობას იღებს ბაზრის კვლევის პროცესში კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით; ე) მონაწილეობას იღებს პოტენციურ მიმწოდებლებთან/კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით შესაბამისი სფეროს მიმწოდებლების წარმომადგენლებთან გამართულ მოლაპარაკებებში; ვ) მონაწილეობას იღებს შესყიდვის ობიექტის თავისებურებებისა და სპეციფიკის შესწავლაში, გაანალიზებასა და სტანდარტის განსაზღვრის პროცესში; ზ) მონაწილეობს კონსოლიდირებული ტენდერების მომზადების პროცესში სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში; თ) მონაწილეობას იღებს მიმწოდებლების წარმომადგენლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დადგენილ სტანდარტებთან სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენის პროცესში; ი) მონაწილეობას იღებს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის პროექტების მომზადების პროცესში და ხსენებულ პროექტებს დასამტკიცებლად წარუდგენს სატენდერო კომისიას; კ) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგის განხორციელებაში; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან, კურატორი ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან; ნ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს. საქართველოს კონსტიტუცია; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.

განაცხადის გაგზავნა →