← ყველა ვაკანსია

მომსახურების ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის ტრანსპორტირების, სატრანსპორტო საშუალებების ნაწილებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვების სამმართველოს მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო · თბილისი · სრული განაკვეთი

ა) ამუშავებს შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს; ბ) მონაწილეობს შესასყიდი ობიექტების სტანდარტის განსაზღვრაში; გ) ახორციელებს სატელეფონო და სხვა სახის კომუნიკაციას შემსყიდველ ორგანიზაციებთან მათი საჭიროებების დაზუსტებისა და შესყიდვის ობიექტის სტანდარტის თაობაზე ინფორმაციის მოძიების, ხოლო მიმწოდებლებთან – ბაზრის კვლევის პროცესში ინფორმაციის მოძიების მიზნით; დ) მონაწილეობას იღებს შესყიდვის ობიექტის თავისებურებებისა და სპეციფიკის შესწავლაში, გაანალიზებასა და სტანდარტის განსაზღვრის პროცესში; ე) მონაწილეობას იღებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულების პროექტის შემუშავებაში; ვ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს დამტკიცებულ სატენდერო დოკუმენტაციას, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებსა და სხვა საჭირო დოკუმენტაციას; ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემებს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ; თ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან. საქართველოს კონსტიტუცია; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.

განაცხადის გაგზავნა →