← ყველა ვაკანსია

მომსახურების ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტის საინფორმაციო, სატელეკომუნიკაციო, საკონსულტაციო და აუდიტორული მომსახურებების შესყიდვების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო · თბილისი · სრული განაკვეთი

ა) უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საჭიროებების ანალიზს, მათ სისტემატიზაციასა და აგრეგირებას ცენტრალიზებული შესყიდვების მიზნებისათვის; ბ) მონაწილეობს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციისა და თავისებურებათა განსაზღვრის მიზნით შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართულ საკონსულტაციო სახის შეხვედრებში; გ) ახორციელებს აგრეგირებული მონაცემების დამუშავებას და ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს; დ) უზრუნველყოფს კონსოლიდირებული შესყიდვების პროცესში ინფორმაციის სრულყოფილ შეგროვებასა და დამუშავებას; ე) იკვლევს ბაზარს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების მიზნით და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს წარუდგენს სამმართველოს უფროსს; ვ) ახდენს შესასყიდი ობიექტების ნაირსახეობათა ოპტიმიზაციასა და ერთგვაროვანი ობიექტების სტანდარტიზაციას; ზ) განსაზღვრავს შესყიდვის ობიექტის თავისებურებებსა და შეისწავლის მათ სპეციფიკაციას, აანალიზებს მიღებულ შედეგებს; თ) განსაზღვრავს შესასყიდი ობიექტების თავისებურებებს, სპეციფიკაციასა და სტანდარტებს; ი) ამზადებს ანგარიშებს, მოხსენებით ბარათებსა და სხვა სამუშაო დოკუმენტებს კომპეტენციის ფარგლებში; კ) შეიმუშავებს კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის ხელშეკრულების პროექტს; ლ) უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის, ასევე მიმწოდებლების წარმომადგენლებთან და შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დადგენილ სტანდარტებთან სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისობას; მ) სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, სატენდერო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს შემუშავებულ სატენდერო დოკუმენტაციას, მათ შორის, ხელშეკრულების პროექტს და მონაწილეობას იღებს სატენდერო დოკუმენტაციის დამტკიცების პროცესში; ნ) ახდენს კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის მონიტორინგს, ანალიზსა და შეფასებას; ო) უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას; პ) ამზადებს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის პროექტს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სატენდერო კომისიას; ჟ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემებს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ; რ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან; ს) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან, კურატორი ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან; ტ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს. საქართველოს კონსტიტუცია; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.

განაცხადის გაგზავნა →