იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო · თბილისი · სრული განაკვეთი
ა) ახორციელებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, სხვა იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტებისა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ დასადები ხელშეკრულებების სამართლებრივ ექსპერტიზასა და ვიზირებას;
ბ) ამზადებს შიდა სამართლებრივი აქტების, წესების, ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების პროექტებს;
გ) ახორციელებს ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგს, ანალიზსა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულებისთვის;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან, კურატორი ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან;
ვ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს.
საქართველოს კონსტიტუცია;
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები;
საქართველოს შრომის კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონები;
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.