← ყველა ვაკანსია

იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო · თბილისი · სრული განაკვეთი

ა) წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს სასამართლოში, რისთვისაც ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საპროცესო მოქმედებებს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომელიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან, კურატორი ხელმძღვანელის მოადგილესთან, დეპარტამენტის უფროსთან ან/და სამმართველოს უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან; დ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს. საქართველოს კონსტიტუცია; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები; საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები; საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.

განაცხადის გაგზავნა →