← ყველა ვაკანსია

ინსპექტირების, კონტროლისა და საკონსულტაციო-ანალიტიკური საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირებისა და კონტროლის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

სსიპ - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო · თბილისი · სრული განაკვეთი

ა) უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემდგომი საქმიანობის ადმინისტრირებას, მათ შორის ინსპექტირებასა და კონტროლს; ბ) მონიტორინგს უწევს, აფასებს და აანალიზებს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებების შესრულების პროცესს; გ) მონიტორინგს უწევს და აანალიზებს შემსყიდველი ორგანიზაციებისა და მიმწოდებლების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას და შესაბამის ანალიზს წარუდგენს სამმართველოს უფროსს; დ) აწარმოებს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულებების, მათ შორის, შესრულებული, არაჯეროვნად შესრულებული და შეუსრულებელი ხელშეკრულებების სტატისტიკურ მონაცემებს, აანალიზებს პოზიტიურ და ნეგატიურ გამოცდილებას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, იხილავს და რეაგირებს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოში შემოსულ კორესპონდენციაზე, რომლებიც დაკავშირებულია სამმართველოს საქმიანობასთან; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელთან, კურატორი ხელმძღვანელის მოადგილესთან ან/და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს/დეპარტამენტს/სამმართველოს სხვადასხვა ორგანიზაციასთან; ზ) თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ამზადებს წარდგინებებსა და მოხსენებით ბარათებს. საქართველოს კონსტიტუცია; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №236 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება და სტრუქტურა“.

განაცხადის გაგზავნა →